დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი ჰერმან ვან რომპეის შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/04 16:30:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი.
საუბარი შეეხო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას და ამ მხრივ ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობას. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი უახლოეს მომავალში, თბილისს ეწვევა. ამის შესახებ მან განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალი თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტისთვის და ხაზგასმით დააფიქსირა ევროკავშირის პრინციპული პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი. მანვე შეშფოთება გამოხატა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ, მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს მხრიდან ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირის მზაობა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე ნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. მან ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირის როლი ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1075
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია