დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიუსაფართა თავშესაფარს შეშა გადასცა 
ავტორი:
2014/ოქტომბერი/16 19:30:05
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მოსკოვის გამზირზე განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარს 30 კუბური მეტრი საშეშე მერქანი გადასცა. სათბობი შეშით უსახლკაროების დახმარების გადაწყვეტილება სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაზიანებული ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში, 155 გამხმარი ხე მოიჭრა. მოჭრილი ხეების ტრანსპორტირება და დასაწყობება თავად სამსახურმა უზრუნველყო.
სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივით ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური იღებს არა მხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ სოციალურ პასუხისმგებლობასაც. „გადავწყვიტეთ, ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები, მიზნობრივად, აუცილებელი სოციალური საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ზამთრისთვის შეშით მოვამარაგოთ“- განაცხადა მან. მისი თქმით, აქცია ერთჯერადი არ არის და არსებული რესურსის გათვალისწინებით, მომავალშიც გაგრძელდება.
გამხმარი და მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეებისგან შესაბამისი ტერიტორიების გაწმენდის საშემოდგომო სამუშაოები სამსახურმა 24 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ოქტომბრის ბოლომდე, თბილისის შემოსასვლელში დამატებით 300-მდე ხე მოიჭრება და სათბობად ასევე უსახლკაროთა თავშესაფრებს გადაეცემა.
მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, 2014 წლის შემოდგომაზე, თბილისის მასშტაბით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის 18.000-მდე ნერგი დაირგვება.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია