დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სიხარულიძე - მიხეილ სააკაშვილის საქმეში "პოლიტიკურად მოტივირებულის ნიშნები" ჩანს
ავტორი:
2014/ივლისი/30 15:30:03
აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩის, დავით სიხარულიძის შეფასებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილებაში "პოლიტიკურად მოტივირებულის ნიშნები" ჩანს.
როგორც სიხარულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის გამო შეშფოთებულია, რადგან ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ წაადგება.
"საქმეში ჩანს პოლიტიკურად მოტივირებულის ნიშნები. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია, რადგან არ წაადგება და არ შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში", - აღნიშნა დავით სიხარულიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ოფიციალურ პირებს კანონის უზენაესობის დაცვის პრინციპებს შეახსენებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით. კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს ორივეს: დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და სამართლებრივი სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ვაკვირდებით ამას და სხვა მსგავს საქმეებს და განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია