დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ბობოხიძე უმრავლესობას - თქვენ ხართ ჩვეულებრივი რუსეთის კლიენტები საქართველოში
ავტორი:
2014/ოქტომბერი/15 15:00:02
არანაირი ევროპული ორიენტაციის თქვენ არ ხართ, ხართ ჩვეულებრივი რუსეთის კლიენტები საქართველოში, – აღნიშნული განცხადებით მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აკაკი ბობოხიძემ მიმართა.
ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, დღეს ქვეყანაში დაძაბულობის წყარო მთავრობაა, დაძაბულობის შექმნა კი, რუსეთის ინტერესებშია. ბობოხიძემ სესიაზე უმრავლესობის მისამართით ისიც განაცხადა, რომ ვითარების დაძაბვით ცდილობენ, ევროპას თავად ათქმევინოთ საქართველოზე უარი, რადგან უარის თქმის გამბედაობა ხელისუფლების წარმომადგელებს არ ჰყოფნით.
"იქნებ დაფიქრდეთ, რატომ არიან თქვენი მხარდამჭერები ევროკავშირში პრორუსული პოზიციით განთქმული სილევიჩი, კრამუნი, იანსენი და ასე შემდეგ – ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის, მუდმივად ქართული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მომუშავენი იყვნენ. ისინი ამას არც მალავენ და ოფიციალურ პოზიციად აფიქსირებენ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია