დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული ქალთა კლუბების ქსელის შეხვედრა იმართება
ავტორი:
2013/ნოემბერი/12 10:30:02
"დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" პროგრამის ინიციატივით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან არსებული ქალთა კლუბების ქსელის შეხვედრა იმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებს ქალთა კლუბების 60 წევრი საქართველოს 10 ქალაქიდან. შეხვედრა ტარდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პატრონაჟით. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. დამსწრეების წინაშე ასევე სიტყვით წარსდგა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი დანიელა რეიფი.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აცხადებენ, ქალთა კლუბების შექმნა პირველი მცდელობაა გააერთიანოს და გააქტიუროს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალები, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, თუმცა აქვთ სურვილი აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
თეა წულუკიანის თქმით, ქალთა როლი უნდა წახალისდეს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რათა უფრო მეტი კანდიდატი ქალი ჰყავდეს ქვეყანას.
"ქალთა თემა საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მნიშვნელოვანი. ჩვენ, საქართველოში საბედნიეროდ მივედით უკვე იმ ეტაპზე, რომ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე პოლიტიკოს ქალთა გადაწყვეტყილების მიმღებ ქალთა რიცხვმა იმატა, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. ქალთა როლი უნდა წავახალისოთ მომავალი არჩევნებისთვის, რათა უფრო მეტი ქალი ჰყავდეს ქვეყანას. ამაში USAID ძალიან ბევრ ქალს რაიონებში ეხმარება იმისთვის, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მართვაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია