დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პარლამენტში დღეს "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/15 13:00:02
პარლამენტში, დღეს "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ; რომლის მიხედვით, უვადო პატიმრობა მისჯილი ადამიანების სასჯელების გადასინჯვის საკითხი უნდა შეიცვალოს.
დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის თქმით, სასჯელის ვადა ხუთ-ხუთი წლით შემცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უვადო პატიმრობამისჯილების გათავისუფლება მოხდება.
,,დღეს განვიხილავთ უვადო პატიმრობა მისჯილთა სასჯელების გადასინჯვის საკითხს, სადაც არის ორი მნიშვნელოვანი თემა. ერთი სასჯელის შეცვლა და მეორე სასჯელისგან გათავისუფლება. დღეის მდგომარეობით პირველზე შესაძლებელია სასჯელის შეცვლა 20 წლიანი ვადის მოხდის შემდეგ, ხოლო სასჯელისგან გათავისუფლების საკითხის განხილვა 25 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ორივე ვადა მცირდება ხუთი-ხუთი წლით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ვისაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი გათავისუფლდება, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია განხილულ იქნას სასჯელის შეცვლის საკითხი. საბოლოოდ გადაწყვეტლება მიიღება იმ შემთხვევაში თუ პატიმარი აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს და ამ პირობებში ერთ-ერთი უმთავრესი გახლავთ, ის რომ პატიმარი უკვე არ წარმოადგენს საზოგადოებისათვის საფრთხეს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია