დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს და 6 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნას აფიქსირებს
ავტორი:
2017/სექტემბერი/01 18:00:02
{ "context": "http://schema.org", "type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-01 14:07:53", "headline" : "კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს და 6 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნას აფიქსირებს", "image" : "//photo.interpressnews.ge/img/image27/0f276b0b41e1089218e1e301880d25df.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს და 6 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნას აფიქსირებს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450075-kvalificiuri-opoziciuri-partiebi-veneciis-komisias-tserilith-mimarthavs-da-6-seqtembris-shekhvedrashi-monatsileobis-mzadyofnas-afiqsirebs.html", "headline": "კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს და 6 სექტემბრის შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნას აფიქსირებს", "datePublished": "2017-09-01 14:07:53", "dateModified": "2017-09-01 14:07:53", "description": "კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/0f276b0b41e1089218e1e301880d25df.jpg", "height": 470, "width": 246 } } კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას წერილით მიმართავს.

წერილში აღნიშნულია, რომ კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები კვლავ ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მივიღოთ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში.

„როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის შუამავლობით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაიგეგმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე შეხვედრა.

აგვისტოს თვეში, ხელისუფლების ინიციატივით, თბილისშიმოეწყო მმართველი პარტიის და ოპოზიციის წინასწარი კონსულტაციები. შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკურ პარტიებს სთხოვა წარმოედგინათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები საარჩევნო თემატიკიდან, რის ასახვასაც ისურვებდნენ კონსტიტუციური შესწორების პროექტში. ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი დღის წესრიგი, კერძოდ უმთავრესი საკითხი: პარლამენტის მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით; გარდა ამისა, აგრეთვე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები: ბარიერის შემცირება 5%-დან 3%-მდე; საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობის შენარჩუნება; პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი;
დღეს მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ ცალმხრივად წყვეტს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან და მე-3 მოსმენით იგივე პროექტი იქნება დამტკიცებული, რაც მე-2 მოსმენით იქნა მიღებული.
ჩვენის მხრივ კვლავ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი და მონაწილეობა მივიღოთ 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებაში“, - ნათქვამია კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მიერ ვენეციის კომისიაისადმი წერილში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია