დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე რამდენიმე ეკონომიკური პროექტის გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/07 13:30:03
საქართველოს ეკონომიკა მოქნილია ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა , სადაც ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავრობას და მმართველ კოალიციას ეკონომიკური განვითარების განსაზღვრული პოლიტიკა აქვთ და მიაჩნიათ, რომ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორედ ეკონომიკური განვითარების გზით შეიძლება.
გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ იმ სტანდარტებთან მიღწევა, რასაც ევროკავშირი ითხოვს, საქართველოს შეუძლია.
სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს დაწყებული კონკრეტული ეკონომიკური პროექტების გაგრძელების აუცილებლობაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტსა და საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრის ფუნქციაზე გააკეთა.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ უფრო მეტი ენერგოპროექტის განხორციელება რეგიონის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად განამტკიცებს.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში ბიზნესის კეთებას, პრეზიდენტის თქმით, ეს რამდენიმე მიზეზის გამოა მომგებიანი, მათ შორის იმის გათვალისწინებითაც, რომ არ არის კორუფცია და არსებობს გამარტივებული სერვისები.
ამ წუთებში პრეზიდენტი, ბიზნესმენებთან ოფიციალური სადილის ფორმატში, მათ შეკითხვებს პასუხობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 954
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია