დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვინსენტ კოშეტელი - შოკირებული დავრჩი იმით, თუ რა გზის გავლა უწევს ხალხს ადმინისტრაციული ზოლის გადაკვეთისთვის
ავტორი:
2013/სექტემბერი/22 10:30:03
საქართველოს მთავრობასთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვაფასებთ გულწრფელ, პირდაპირ და გამჭვირვალე თანამშრომლობას და იმას, თუ როგორ ახდენს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო იმპლემენტაციას, - განაცხადა გაერო-ს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორმა ვინსენტ კოშეტელმა საქართველოში ვიზიტის შესახებ მიცემულ ინტერვიუში.
ინტერვიუს, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობა საქართველოში, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ქვეყნებს.
როგორც ვინსენტ კოშეტელმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ის იმყოფებოდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სადაც შეშფოთებული დარჩა ოფიციალურ პირთა გეგმებითა და განცხადებებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სამომავლო აკრძალვებისა და ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვით.
"აფხაზეთისა და ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ხალხისთვის თავისუფლად გადაადგილების საშუალება ძალზე შეზღუდულია. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ოფიციალურ პირთა გეგმებითა და განცხადებებით ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სამომავლო აკრძალვებისა და გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვების გამო. უამრავ ადამიანს მეორე მხარეს ჰყვას ნათესავები, ბევრს სჭირდება სასაზღვრო ზოლის გადაკვეთა, შემოსავლის წყარო რომ ჰქონდეს. აუცილებელი მოხმარების პროდუქტები ერთ მხარეს ბევრად იაფია. ხალხს სჭირდება ბაზარში მისვლა, რათა გაყიდოს საკუთარი პროდუქტი, რადგან ეს მათი შემოსავლის წყაროა. ადამიანებს სურთ ახლობლების საფლავებზე მისვლა და იმ ნათესავების მონახულება, ვინც მეორე მხარეს არიან. შოკირებული დავრჩი იმით, თუ რა გზის გავლა უწევს ხალხს ადმინისტრაციული ზოლის გადაკვეთისთვის", - აღნიშნა ვინსენტ კოშეტელმა.
მისივე თქით, როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ვითარება, ადამიანთა ცხოვრება და ყოფა კიდევ უფრო მეტად არ უნდა დამძიმდეს საზღვარზე მავთულხლართების გავლითა და სხვა მსგავსი გარემოებებით.
როგორც ვინსენტ კოშეტელმა განაცხადა, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა (გლუკ) მაკონტროლებელ ხელისუფლებას მიმართა დაეშვა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები – არა მხოლოდ გლუკ-ი, არამედ – სხვებიც.
"სამხრეთ ოსეთში არსებობს საჭიროება, რადგან ხალხი გაადგილებულია. ზოგიერთი მათგანი ბრუნდება ან სურს დაბრუნება, ადგილობრივი სოციალური ინფრასტუქტურა განადგურებულია და ჩვენ გვეჯა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციები შეძლებენ სიტუაციის გაუმჯობესებას. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რეგიონში თავისუფლად შესვლისა და გადაადგილების საშუალება ყველა მხრისგან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, თუ როგორ გადავაადგილდეთ, ან როგორ ვიმოქმედოთ სამხრეთ ოსეთში", - განაცხადა გლუკ-ის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება სიტუაციას აფხაზეთში, როგორც ვინსენტ კოშეტელმა აღნიშნა, აფხაზეთის ხელისუფლებამ 2013 წლის თებერვალში მოითხოვა ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან აქტივობების შემცირება გალის რაიონამდე.
მისივე განცხადებით, გლუკ-ი მზადაა დაეხმაროს თავისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა თუ წარმოშობისა. ვინსენტ კოშეტელმა ასევე დასძინა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც დაბრუნდება აფხაზეთში და აღმოჩნდება გლუკ-ის მზრუნველობის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს გლუკ-ის დახმარებას.
"გლუკ-ი მწუხარებას გამოთქვამს იმ განცხადების გამო, რომ შესაძლოა, გადაკვეთის ხაზი სამი თვით ჩაიკეტოს რუსეთის ფედერაციაში ოლიმპიური თამაშების ჩატარების გამო. ეს დიდი ხნის განმავლობაში იქონიებს გავლენას იმ ხალხის ცხოვრებაზე, ვისაც სჭირდება ენგურის ხიდისა და ოფიციალური გამშვები პუნქტების გადაკვეთა. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ განცხადებით", - განაცხადა ვინსენტ კოშეტელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია