დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - უმრავლესობის უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს მხარს დაუჭერს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/06 15:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მზად არის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს მხარი დაუჭიროს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
"ამ წუთის მდგომარეობით, უმრავლესობა გადაწყვეტილებასთან ძალიან ახლოს არის. ყველა დეპუტატის სახელით ვერ ვილაპარაკებ, რადგან ეს იმ ტიპის უმრავლესობა არ არის, როცა კენჭისყრები მესიჯებით იმართებოდა, მაგრამ უმრავლესობის უმრავლესობა ჩამოყალიბებულია, რომ დიახ, ჩვენ კანდიდატებს მხარს დავუჭერთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ხიდაშელმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი ერთხელ უკვე დაუჭირა.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილის დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის ორ ვაკანტურ ადგილზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერაშვილის კანდიდატურები პარლამენტს უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად მათი წარდგენა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანდიდატმა საპარლამენტო კომიტეტებში მხარდაჭერა მიიღო, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას, "ჩავარდა".
უმრავლესობის წევრებმა, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს, აღნიშნული გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ პირებს არ იცნობდნენ და მათთან დაკავშირებით ერთიანი, შეჯერებული პოზიცია არ არსებობდა.
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით, არა ნაკლებ 10 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია