დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხვალ "მფარველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/05 22:30:02
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის წითელ დარბაზში ხვალ, "მფარველთა საბჭოს" პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან აცნობეს, თეატრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - "მფარველთა საბჭოს" პრეზენტაციას საბჭოს წევრები, გამოჩენილი ქართველი ვარსკვლავები ბადრი მაისურაძე და მაყვალა ქასრაშვილი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, ცნობილი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი (ბელგიის Vlaamse Opera-ს მთავარი დირიჟორი), სებასტიან შვარცი (ავსტრიის Theater an Der Wien-ის სამხატვრო ადმინისტრაციისა და კასტინგის ხელმძღვანელი), ცნობილი რეჟისორი დიმიტრი ბერტმანი (ჰელიკონ ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი), თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გამართავენ.
"მფარველთა საბჭო" მსოფლიოს ცნობილ თეატრებში გავრცელებული პრაქტიკაა. ეს არის ქმედითი და მრავალფუნქციური ორგანო, რომლის წევრებიც თეატრს დაეხმარებიან სწორი მენეჯმენტის წარმართვაში, საერთაშორისო ავტორიტეტის გამყარებაში, საერთაშორისო სტანდარტის საოპერო და საბალეტო პროდუქციის შექმნაში, გასტროლების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე მრავალი ისეთი ლოკალური თუ გლობალური საკითხის მოგვარებაში, რომელიც თეატრის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
"მფარველთა საბჭოს" შემადგენლობაშია ასევე ცნობილი დირიჟორი ბრუნო ვაილი (კანადის თაფელმუსიკ მთავარი მიწვეული დირიჟორი, Carmel Bach Festival (აშშ) მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალ "Klang und Raum"-ის სამხატვრო ხელმძღვანელი, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის სახელმწიფო აკადემიის პროფესორი).



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1203
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია