დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო ხვალ სემინარს გამართავს
ავტორი:
2014/ოქტომბერი/01 23:00:02
თემაზე "ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების/DCFTA-ს პერსპექტივები – სატარიფო და არასატარიფო ბარიერები ევროკავშირთან ვაჭრობაში" ხვალ სპეციალური სემინარი გაიმართება.
სემინარს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC), ევროკავშირის დაფინანსებით აწყობს. ღონისძიება ხვალ, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" გაიმართება.
ღონისძიებაზე შედგება ვენაში 2014 წლის ნოემბერში დაგეგმილი EUGBC ბიზნესექსპოსა და ეკონომიკური ფოტო-გამოფენის პრეზენტაცია.
სემინარი მიზნად ისახავს ქართველ მწარმოებლებს მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირთან ვაჭრობის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატარიფო ბარიერები; ურთიერთაღიარების შეთანხმება; ტექნიკური ბარიერები საერთაშორისო ვაჭრობაში: მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (WTO) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შეთანხმება; ევროკავშირის მოთხოვნები და საქართველოსთვის მათი მნიშვნელობა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია