დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - საქართველოში ევრომაიდნის გამეორების არანაირი საფუძველი არ არსებობს
ავტორი:
2014/აპრილი/09 14:00:17
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, საქართველოში ევრომაიდნის გამეორების არანაირი საფუძველი არ არსებობს.
"ამასთან დაკავშირებით უკვე გაკეთდა კომენტარები შს მინისტრის, ასევე პრემიერმინისტრის მიერ. საქართველოში ევრომაიდნის განმეორების არანაირი საფუძველი არ არსებობს და არასოდეს ხალხი არ დაუშვებს დესტაბილიზაციას. საქართველოს ხელისუფლება არის ერთგული იმ კურსის, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია და შესაბამისად ჩვენ ამ კურსს მივყვებით. არანაირი სხვა მოსაზრება ამ მხრივ არც კი არსებულა და საფუძველი იმისა, რომ დღეს საზოგადოებამ რაიმე გააპროტესტოს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, არ არსებობს", - განუცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს დესტაბლიზიაციის შესაძლებობასთან დაკავშირებით შს მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას.
აღნიშნულ კონტექსტში კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ ვინმეს უნდა დესტაბილიზაცია, იმიტომ რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, "ეს ნამდვილად დაუშვებელია".
"ამას არც საზოგადოება დაუშვებს და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
კობახიძე ფიქრობს, რომ შს მინისტრს ჰქონდა საფუძველი იმ განცხადების გაკეთებისა, რომელიც გააჟღერა.
"მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა გაეკეთებინა მას ეს განცხადება. როგორც ჩანს, გარკვეული ინფორმაცია აქვს. არ არის გამორიცხული რომ რაღაც ჯგუფებს აწყობთ დესტაბილიზიაცია იმის გამო, რომ დავუშვათ, მათი ლიდერები არიან ციხეში, თუმცა დესტაბილიზაციას სახელმწიფო არ დაუშვებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1099
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია