დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოთარ დანელია აშშ-ში USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/28 20:30:02
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა უკვე დაწყებული ერთობლივი პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილეს და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ირიგაციის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობას.
USAID-ის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს ახალ პროგრამაში - G for G (მთავრობა განვითარებისთვის), რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება, სოფლის მეურნეობის კომპონენტი გაითვალისწინონ. აღნიშნული კომპონენტში შესული იქნება ირიგაციის მიმართულებაც, კერძოდ, ირიგაციაში ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა კლიმატზე ადაპტირებული სარწყავი სისტემები, წვეთოვანი და დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები და ა.შ.
შეხვერდაზე საუბარი შეეხო საქართველოში მცირე და საშუალო წარმოების განვითარების ხელშეწყობის საკითხებსა და პერსპექტივებს. USAID-ის წარმომადგენლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ მიმართულებით მხარდაჭერაზე მზადყოფნა გამოთქვეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი ლალი მაძღარაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია