დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კახიანი - სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური რეფორმის მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეთამაშა პოზიტიური როლი
ავტორი:
2017/სექტემბერი/11 17:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-11 13:22:20", "headline" : "გიორგი კახიანი - სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური რეფორმის მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეთამაშა პოზიტიური როლი", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/3a0decad04073f898006f6a77b342919.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი კახიანი - სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური რეფორმის მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეთამაშა პოზიტიური როლი" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451626-giorgi-kakhiani-samtsukharoa-rom-konstituciuri-reformis-mtheli-procesis-ganmavlobashi-prezidentma-ver-shedzlo-ethamasha-pozitiuri-roli.html", "headline": "გიორგი კახიანი - სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური რეფორმის მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეთამაშა პოზიტიური როლი", "datePublished": "2017-09-11 13:22:20", "dateModified": "2017-09-11 13:22:20", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური თამაში წამოიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/3a0decad04073f898006f6a77b342919.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური თამაში წამოიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კონსტიტუციური რეფორმის მთელი პროცესის განმავლობაში პრეზიდენტმა ვერ შეძლო ეთამაშა პოზიტიური როლი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა შეესრულებინა. ამიტომ, ამ ფონზე, როდესაც მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებს ვხედავდით, უსაფუძვლო და უსამართლო კომენტარებს, მე არ ვიცი რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მისი ინიციატივა. კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს, ორი მოსმენით მიღებულია და მესამე მოსმენითაც მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნის გამოგზავნის შემდეგ. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური თამაში წამოიწყო. ძალიან დიდი ალბათობით ეს ასეა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტი სწორედ ასეთ მონაწილეობას იღებდა ამ პროცესში. მიჭირს რაიმე კონკრეტული კომენტარი გავაკეთო, რას შეიძლება ემსახურებოდეს მისი ეს ინიციატივა, გამომდინარე იქიდან, რომ შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციურ კანონპროექტში ვერ განხორციელდება. სამწუხაროა, რომ მისი მხრიდან ამ პროცესს თან ახლდა გარკვეულწილად დესტრუქციული, უსაფუძვლო და უსამართლო კომენტარები, ამიტომ მე არ მგონია, რომ აწი მან პოზიტივი შეიტანოს პროცესში”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტის შექმნას სთავაზობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია