დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება
ავტორი:
2014/სექტემბერი/28 14:30:03
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრა სტამბულში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განუცხადა, ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ინტენსიური დონეა, რაც მისასალმებელია.
"ბოლო პერიოდში გახშირდა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს შორის ორმხრივი ურთიერთობები. სულ ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიაზე და მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ნატო-ს სამიტზე შეხვდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს. გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ბატონ ერდოღანსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის. დღეს ისევ იმართება თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რაც ცხადყოფს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ დონეს", - განაცხადა კოპლატაძემ.
პრეზიდენტი მარგველაშვილი თურქეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს, ბისეკის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალურ მდივანს და ყირგიზეთის პრეზიდენტსაც შეხვდება. გარდა ამისა, პრეზიდენტი ფორუმის წინაშე მოხსენებითაც წარდგება.
"აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იღებს იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განვითარდა რეგიონში", - აღნიშნა კოპლატაძემ.
მისივე თქმით, ეს არის ტრადიციული მსოლფიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მსხვილი მასმედიის ხელმძღვანელი პირები, ბიზნესმენები და ერთმანეთს უზიარებენ გლობალურად და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების შესახებ გამოცდილებას.
"არა მგონია, რომ ქვეყნის ლიდერები ან გამოჩენილი პოლიტიკოსები, ან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები შეხვდნენ ერთმანეთს და არ ისარგებლონ იმ შემთხვევით, რომ არ ისაუბრონ რეგიონში განვითარებულ პროცესებზე, როგორიც არის სირიაში განვითარებული მოვლენები, რუსეთ-უკრაინის მოვლენები და ის რთული პოროცესები, რომლებიც ვითარდება", - აღნიშნა კოპლატაძემ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 28-29 სექტემბერს იმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 997
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია