დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოს კომისიამ ამხანაგობა "ჭავჭავაძე-ვაკე 2001""-ს განცხადება განიხილა
ავტორი:
2014/სექტემბერი/25 18:30:02
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ ამხანაგობა "ჭავჭავაძე-ვაკე 2001""-ს განცხადება განიხილა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, განხილვას საკრებულოს წევრები, მერიის შესაბამისი სამსახურების და სამშენებლო კოპანია შპს ,,მოყვასი 2012""-ის წარმომადგენლები და განმცხადებლები ესწრებოდნენ.
გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, კომისიაში შევიდა განცხადება, რომლის თანახმად, საქმე მერიის მიერ სამშენებლო კოპანიისთვის შპს ,,მოყვასი 2012""-ის კოეფიციენტის გაზრდას ეხება. მისივე თქმით, ამ ნებართვამ მშენებელს შენობის 22 სართულამდე გაზრდის უფლება მისცა, რითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა უფლებები დაირღვა. საქმესთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და კოეფიციენტის გაზრდის გამო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გაუქმება ითხოვეს.
საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თითოეული დეპუტატი და სახელმწიფო მოხელე გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იღებდეს. თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კი მიიჩნევს, რომ საჭიროა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურს დაევალოს მონიტორინგის გაწევა და ხეების უნებართვოდ მოჭრის შემთხვევაში, დაუყონებლივ ეცნობოს საკრებულოს.
,,ნებართვის გაცმის დროს მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ჩვენი კომისია კომპეტენციის ფარგლებში მიადევნებს თვალს"", _ აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია