დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტს მიმართავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 14:30:03
სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პარლამენტს მიმართავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ.
როგორც ზაქარეიშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, საკითხი, რაც მისი უწყების საკანონმდებლო ინიციატივა იყო, ახლა ევროპის წინაშე აღებულ ვალდებულებად იქცა. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების სასაზღვრო მონაკვეთების უკანონოდ გადმოკვეთის პირველი შემთხვევის დროს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად, ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენებას ითვალისწინებს.
ზაქარეიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის სასჯელის ქვეშ უდანაშაულო ადამიანები ექცევიან, რაც, მისივე შეფასებით, სამართლებრივად არასწორია.
კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ წელს მიიღო, თუმცა განხილვის პროცესი მას შემდეგ არ გაგრძელებულა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია