დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული
ავტორი:
2014/აგვისტო/11 19:30:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ამერიკელი სენატორებისადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, ის კითხვები, რომლებიც იყო დასმული სენატორების წერილში, სავსებით ლოგიკურია გამომდინარე იქიდან, რომ მათ აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესები.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა ამ კითხვებზე ძალიან ამომწურავი პასუხი გასცა.
დავით ზალკალიანის აზრით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის საპასუხო წერილში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ღია და გამჭვირვალე ყველა იმ პროცესში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. კერძოდ კი, მართლმსაჯულების კუთხით.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოხატული მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის იქნება ზუსტად და კარგად გაგებული ამერიკელი სენატორების მიერ.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხ ამერიკელ სენატორს საპასუხო წერილით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი მათ რჩევების გამო მადლობას უხდის. პრემიერი წერილში განმარტავს, რომ ესმის სენატორების მღელვარების იმის თაობაზე, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც პოლიტიკური დევნა, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობა არის მთავარი და ხელისუფლებამ დაუსჯელობის სინდრომის აღმოსაფხვრელად არაერთი ნაბიჯი გადადგა.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია