დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაატა ზაქარეიშვილი - უკრაინის გათვალისწინებით, აფხაზები ხვდებიან, რომ მათ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზღაპარია
ავტორი:
2014/სექტემბერი/24 14:00:02
სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, თავად აფხაზები ხვდებიან , რომ მათ დამოუკიდებლობაზე საუბარი ზღაპარია.
"აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბარი რომ ზღაპარია, ამას თავადაც ხვდებიან. ყირიმის მოვლენების შემდეგ ყველა ხვდება, რა პერსპექტივას ხედავს რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და როგორ დაუშვებს იმ დამოუკიდებლობას, რაზეც აფხაზები ოცნებობენ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავხდეთ გარანტორი იმისა, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება, იდენტობა, მომავალი საქართველოსთან ერთად იქნება დაცული. არცთუ ისე დიდი ხანია საჭირო და დადგება ის დროც, როცა ჩვენ დავიწყებთ მათთან საუბარს, რა შეიძლება შესთავაზოს საქართველომ აფხაზეთს. ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მოწყობა, სადაც აფხაზები თავის იდენტობით მაქსიმალურად დაცული იქნებიან. ჯერჯერობით უნდა ადღდგეს ხიდები, ნდობა და შემდეგ ვილაპარაკოთ ისეთ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიც არის სტატუსი, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
აღნიშნული განცხადება ზაქარეიშვილმა პარლამენტის საგარეო საკითხთა, დიასპორის საკითხთა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. სახელმწიფო მინისტრს აფხაზეთში შექმნილ ვითარების საკითხებზე უსმენენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია