დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ გეგეშიძე - ჯონ კერი შეგვპირდა, რომ არაუგვიანეს მომავალი წლის გაზაფხულისა, საქართველოში ჩამოვა
ავტორი:
2013/დეკემბერი/03 17:30:02
"ამერიკული მხარე უაღრესად კმაყოფილია საქართველოს დასავლური კურსით; კერძოდ, ამ დღეებში ვილნიუსში შემდგარი ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ფაქტით", - განაცხადა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ გეგეშიძემ მაია ფანჯიკიძისა და ჯონ კერის შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
გეგეშიძის თქმით, სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ურყევი კურსისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯისათვის.
"მან თქვა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს იღონებს, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს ამ პროცესის ეფექტურად გაგრძელებაში", - განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და მათ თვისობრივად ახალ დონეზე აყვანას.
"გამოითქვა მოსაზრება, რომ გახშირდეს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. ჯონ კერი დაგვპირდა, რომ არაუგვიანეს გაზაფხულისა ის აუცილებლად ესტუმრება საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებში ელიან საქართველოს ლიდერებს, პრემიერს, პრეზიდენტს, კონკრეტული თარიღი მოგვიანებით დადასტურდება. არის სრული მზადყოფნა, რათა სრული დინამიზმით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ეს ფორმატები ორმხრივი ურთიერთობისა კიდევ უფრო გაფართოვდეს, გაღრმავდეს და ამისი ნება დღევანდელ შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა სახელმწიფო მდივნის მხრიდან", - აღნიშნა არჩილ გეგეშიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია