დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მანანა კობახიძე - ჩვენი მიზანია, ტერორიზმთან ბრძოლაში ვიყოთ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარტნიორები
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 20:00:02
ჩვენი მიზანია, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ვიყოთ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარტნიორები, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძოებები განხორციელდეს, - ასე პასუხობს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ქართული მხარის მიერ ამერიკისთვის იმ შეთავაზების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც საქართველოში სირიელი მებრძოლების მომზადებას გულისხმობს.
როგორც კობახიძემ განმარტა, ქართველი მეომრები ძალიან ღირსეულად და გმირულად მონაწილეობენ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"ის, რომ ქართველი ჯარისკაცები ძალიან აქტიურად მონაწილეობენ ოპერაციებში, იყო ეს ავღანეთი, ერაყი და ახლა აფრიკის რესპუბლიკა, ადასტურებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მსოფლიო მშვიდობის დამყარების პროცესში და სწორედ ტერორიზმთან ბრძოლაში. ჩვენი მიზანია, ტერორიზმთნ ბრძოლაში ვიყოთ როგორც შეერთებული შტატების, ისე ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების პარტნიორები, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები განხორციელდეს, მაგრამ კონკრეტულად როდის რა დაიგეგმება, ეს არის უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი და ამ შემთხვევაში მე ვერაფერს დაგიდასტურებთ. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ ქართველი მეომრები ძალიან ღირსეულად, ძალიან გმირულად მონაწილეობენ მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნა ვიცე სპიკერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია