დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტს რატიფიცირებისთვის საქართველოს მთავრობასა და ტუვალუს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი წარედგინა
ავტორი:
2014/სექტემბერი/23 19:30:02
საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისთვის საქართველოს მთავრობასა და ტუვალუს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი წარედგინა.
დოკუმენტი, რომელიც მიმდინარე წლის 31 მარტს გაფორმდა, ურთიერთობების განვითარებას თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატით ითვალისწინებს. კერძოდ, საგარეო ურთიერთობებში გლობალურ და რეგიონულ დონეზე, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში; საერთო პროგრამების შემუშავებას კერძო სექტორის დასაახლოებლად და ბიზნეს-კავშირების დასამყარებლად; ტექნიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით მდგრადი განვითარების სფეროში, აგრეთვე, კლიმატის ცვლილებებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში თანამშრომლობას; ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის, ელკომუნიკაციებისა და საზღვაო საკითხებში თანამშრომლობას; კულტურის დარგებში, ტურიზმის სფეროში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას.
ტუვალუ ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომელმაც აფახაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა მიმდინარე წელს ტუვალუმ ეს აღიარება უკან წაიღო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 991
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია