დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გუბაზ სანიკიძე - პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს და ეს საქმეები მისი გასაკეთებელია
ავტორი:
2014/სექტემბერი/21 19:30:02
როცა ქვეყნის გარშემო ოთხი ომი მიმდინარეობს, ყურადღება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გაუგებრობებზე არ უნდა იყოს გადატანილი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლი გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის წარმოქმნილ წინააღმდეგობას.
როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესების ფონზე, თუ ვინ წავა საქართველოდან გაეროში ან როგორია კონსტიტუციური მოწყობა, მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის. სანიკიძის შეფასებით, "ნორმალურია თუკი ორი პოლიტიკური ფიგურა რაღაც-რაღაცეებზე ერთნაირად არ ფიქრობს".
"აღნიშნული საკითხები ქვეყნის უმთავრეს პრობლემას არ წარმოადგენს. ქვეყანას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემები აქვს გადასაწყვეტი, ვიდრე იმაზე ჩამოყალიბებაა, თუ როგორი ტიპის ქვეყანა ვართ. მოდი ვთქვათ სიმართლე, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩამოყალიბდა, რომ ქვეყანამ საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართულებით უნდა იაროს. ძირითადი პოლიტიკური პარტიების თითქმის 80% საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა. ასევე არასამთავრობო სექტორი, მედია, საზოგადოება თანხმდება, რომ საქართველოს კოლექტიური მართვა სჭირდება. ესეც ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული სამუშაოა კონსტიტუციაზე, ძალიან ბევრი გაურკვევლობა გვაქვს კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ბევრი სამუშაო აქვს პარლამენტს. რაც შეეხება ამ დაპირისპირებას, ეს არ არის იმ დონის და იმ მნიშვნელობის, როგორც შეიძლება იყოს. გასაგებია, არსებობს გარკვეული საკითხები, რაზეც შეთანხმება მიღწეული არ არის. არსად თქმულა და ნურავინ იტყვის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს ბუტაფორია – არავითარ შემთხვევაში. პრეზიდენტს დღევანდელი მოცემულობით ძალიან ბევრი საქმე აქვს, ეს საქმეები გასაკეთებელია და ვერავინ მის გარდა, ამ საქმეებს ვერ გააკეთებს. ვფიქრობ რა, რა პრობლემები აქვს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამეზობლოს, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს ძალიან პატარა საკითხია და მთავარ საკითხად არ უნდა იქცეს. არის სხვა გამოწვევები, ის, რაც ხდება უკრაინაში, რაც ხდება ქვეყნის გარეთ, ახლო აღმოსავლეთში – ოთხი ომია ჩვენს გარშემო გამართული და პოტენციურად კიდევ ორ კონფლიქტს სძინავს. მასშტაბები, რაც აღნიშნულ პრობლემას ეხება და რაზეც დღეს ქართული მედია და საზოგადოება საუბრობს, არის განსხვავება, როგორც სპილოსა და ჭიანჭველას შორის", - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია