დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მმართველობის მოდელზე საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/20 16:00:03
,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" საქართველოში მმართველობის მოდელზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით ასოციაცია დღეს განცხადებას ავრცელებს.
,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" აზრით, დღესდღეობით საქართველო კონსტიტუციონალიზმში აღიარებული მმართველობის მოდელებიდან ყველაზე ახლოს საპარლამენტო რესპუბლიკასთან დგას, თუმცა, ამავდროულად, სახეზეა კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკისგან განმასხვავებელი რამდენიმე ნიშანი.
როგორც ასოციაციაში განმარტავენ, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და პრეზიდენტის ის უფლებამოსილება, რომლის მეშვეობითაც, მას პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გაოცხადების პროცედურის შეფერხება შეუძლია.
"2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდგომ, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღარაა აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტი. მთავრობის ფორმირების პროცესში მისი როლი აბსოლუტურად ფორმალურია. პრეზიდენტი აღარ წარმართავს და აღარ ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ კონსტიტუცია მთავრობას განსაზღვრავს. სწორედ ეს უკანასკნელია უფლებამოსილი, განახორციელოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა. 2010 წლის 15-16 ოქტომბრის დასკვნაში ვენეციის კომისია, მართალია, აღნიშნავს, რომ რეფორმირებული მმართველობის მოდელი შერეულ, ნაკლებად საპრეზიდენტო (და არა ნახევრად-საპრეზიდენტო) სისტემაზეა დაფუძნებული, მაგრამ, იქვე დაასკვნის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება მთავრობის ხელში. პრეზიდენტი დაკარგავს მის, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ლიდერის, როლს. კომიიის მოსაზრებით, პრეზიდენტის როლი წარმოდგენილი იქნება, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის", - ნათქვამია განცხადებაში.
,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" განცხადებით, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს შორის ძალაუფლების ამგვარი გადანაწილება სწორედ საპარლამენტო, და არა ნახევრად-საპრეზიდენტო, რესპუბლიკისათვის არის დამახასიათებელი.
სწორედ აქედან გამომდინარე, ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ დაფიქსირებული მოსაზრებები, მმართველობის მოდელი არის ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა, არაა გამართლებული და არ შეესაბამება ამ უკანასკნელის ძირითად მახასიათებლებს. არსებული მოდელი, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ფუნქციების გადანაწილების მიხედვით, სწორედ საპარლამენტო მოდელად ითვლება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია