დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძე დავით უსუფაშვილს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 16:00:03
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. როგორც ბარამიძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, საინტერესოა უსუფაშვილის რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე თავს ევროატლანტიკური ფასეულობების მქადაგებელ გუნდს მიაკუთვნებს.
ბარამიძის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ თუ ადეკვატურად არ იქნა აღქმული, ბევრ პრობლემას გამოიწვევს.
"სამწუხაროდ, აქამდე რა რეაქციაც მოვისმინეთ, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. მაგალითად, ჩემდა გასაკვირად, ვიქტორ დოლიძემ ბრძანა, რომ აშშ არ არის მართალი და არ ეთანხმება მას. აღარ ვლაპარაკობ იმ იგნორირებაზე, რომელიც მოახდინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პუტინის საქმის გამკეთებლის, ივანიშვილის თანაშემწეა. ასეთი დამოკიდებულება გამიკვირდა იმ ძალებისგან, რომლებიც თავს ევროატლანტიკური ფასეულობების გამტარებელ ძალებად თვლიან. თუ არ იქნება აშშ-ს აქტიური მხარდაჭერა, ჩვენ ვეღარ შევძლებთ, რომ რუსეთის აგრესია შევაჩეროთ, რომელიც ოკუპაციის შემდეგ გრძელდება დიპლომატიურ ფრონტზე. ამაში იგულისხმება აღიარების პოლიტიკა. ამას მოყვება ძალიან ბევრი სახელმწიფოს მხრიდან აღიარება, რადგან ისინი ვეღარ გაუძლებენ რუსულ ზეწოლას თუ არ იქნება ამერიკის ჩართულობა და თავის მხრივ, ამერიკის ზეწოლა რომ მათ ეს არ გააკეთონ. ჩვენ აღარ გვექნება აშშ-ს მხრიდან ის დახმარება, რომელიც მოსდის ჩვენ ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით, რისგანაც სხვადასხვა პროექტები ხორციელდება. ვეღარ მივიღებთ იმ თავდაცვით საშუალებებს, რომელთა თაობაზეც სწორად ლაპარაკობდა ირაკლი ალასანია, რომელიც თავის მხრივ გააკრიტიკა ივანიშვილის მთავრობამ და მისმა პრემიერ-მინისტრმა. ეს პრობლემები გაღვივდება და საქართველო დარჩება მარტო. მე გთხოვთ რეაგირებას ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბარამიძემ.
13 სექტემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. მასში ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ახლახან განხორციელებულ მიღწევებზე.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლის სამართლებრივი დევნით, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დებატების პატივისცემას", - ნათქვამია განცხადებაში.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 817
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია