დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო კვალიფიციური სუბიექტებისა და უსასყიდლო საეთერო დროის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 16:30:03
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვალიფიციური სუბიექტებისა და უსასყიდლო საეთერო დროის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხშირად მიმართავენ მოქალაქეთა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები და ითხოვენ განმარტებას, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს კვალიფიციურ სუბიექტად და შესაბამისად მიიღოს უსასყიდლო საეთერო დრო ადგილობრივ მაუწყებლებში.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კვალიფიციური სუბიექტების ნუსხას განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით.
"ეს ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხოლო მაუწყებლები ვალდებული არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ საეთერო დრო თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის.
გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით.
ამ საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე მაუწყებლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ გაერთიანებებს შეუძლიათ მიმართონ მათ ან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე",-აცხადებენ ცესკო-ში.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თხოვნით მიმართავს პოლიტიკურ გაერთიანებებს, გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არ გააჩნია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია