დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - არსებული ვითარება სწრაფად უნდა დამთავრდეს, რადგან ამ თემაზე გაუთავებელი საუბარი საზოგადოებასაც მობეზრდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 12:00:02
მთავარია, გავიხედოთ მომავალში და დავალაგოთ ურთიერთობები სახელისუფლო შტოებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა.
როგორც ალასანია ამბობს, არსებული ვითარება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს, რადგან ამ თემაზე გაუთავებელი საუბარი საზოგადოებასაც მოიბეზრდა.
"მგონი, ყველამ ვიცით, რომ მთავრობაც, პრეზიდენტის აპარატიც, პარლამენტიც ახლა იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გახადეს ახალ საკონსტიტუციო მოწყობაში ეფექტური ხელისუფლების მუშაობა. რა ვითარებაც ახლა არის, სწრაფად უნდა დამთავრეს, რადგან საზოგადოებასაც მობეზრდა გაუთავებელი საუბარი ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, მთავრობა, როგორც ინტიტუტი, თანამშრომლობის ფორმაზე ჩამოყალიბდებიან, რომ მათ შეასრულონ ქართული საზოგადობის მიმართ აღებული ვალდებულები. ეს არის ამოცანა. წარსულში არ წავალ, არ მქონდა შესაძლებობა, გავცნობოდი გაერო-ში ვიზიტის შესახებ მიმოწერას, მაგრამ მთავარია,  დავალგოთ ურთიერთობა სახელისუფლებო შტოებს შორის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია