დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბარაკ ობამამ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა
ავტორი:
2013/ნოემბერი/16 23:30:03
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით წერილი გაავრცელა.
"ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, რითაც აღინიშნება პირველად საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. მხურვალედ ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ინაუგურაციის დღეს. ამ დღემდე განვლილი გზაში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ბევრმა შესანიშნავმა პოლიტიკურმა  ლიდერმა. მათ შორის მიმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლემბაც არსებითი როლი ითამაშეს სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც ამ ორ ლიდერმა გააკეთა თანამდებობაზე ჰყოფნისას და ველოდებით თანამშრომლობას მათ მემკვიდრეებთან, რათა გავაგრძელოთ ურთიერთობების გაღრმავება, რასაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა აშშ-სა და საქართველოს შორის", - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.
ამასთან, როგორც ბარაკ ობამა აღნიშნავს, საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე, მათ შორის არის ღია მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები, ქალთა დაწინაურება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე წინსვლა, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზეა.
"იმ დროს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებას, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ერთად იმუშავონ და გააგრძელონ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გაამყარონ ეს მიღწევები",- ნათქვამია ბარაკ ობამას წერილში, რომლის ინგლისური ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია