დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - დღეს "ქართულ ოცნებაში", როგორც არასდროს, აუცილებელია ყველა ერთად იყოს, ამას ვამბობ პრეზიდენტის გასაგონად
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 00:30:02
დღეს ჩვენ ვართ ჭრელი გუნდი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.
მინისტრის თქმით, ჭრელი "ქართული ოცნება" მათი სიმდიდრეა. "დღეს ხალხმა იცის, რომ ელიტური კორუფცია არ არის, მინისტრები არ მუშაობენ საკუთარ თავზე და მთავრობა არ არის კლანი. "ნაციონალური მოძრაობა" იყო კლანი. დღეს ჩვენ ვართ საკმაოდ ჭრელი გუნდი, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ვამბობდი, რომ ჭრელი "ქართული ოცნება", ჭრელი კოალიცია ეს არის ჩვენი სიმდიდრე და როცა მავანი საუბრობს იმაზე, რომ შეიძლება ხელისუფლების მონოპოლიზაცია მოხდეს, არის არასწორი, რადგან უფრო მეტი სიჭრელე და შიდადემოკრატია ჩვენს კოალიციაში რომ არის, მე არ მინახავს. ეს კარგია", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანის თქმით, დღეს "ქართული ოცნების" კოალიციაში, როგორც არასდროს აუცილებელია, რომ ყველა ერთად იყვნენ. "ამას ვამბობ პრეზიდენტის გასაგონად და სხვების გასაგონადაც. ჩვენ ერთად მოვედით ხელისუფლებაში – ჩვენ უთანასწორო ბრძოლა გავიარეთ და დავდეთ სიცოცხლე სასწორზე. რადგან ვერდიქტი "ნაციონალურ მოძრაობას" გამოუტანა ხალხმა, ამ ვერდიქტის ერთგული, ნება უნდა ვიბოძოთ და დავრჩეთ ბოლომდე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია