დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტის მრჩეველი სომხური და აზერბაიჯანული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/16 17:30:06
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი სომხური და აზერბაიჯანული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას პრეზიდენტის მრჩეველმა სამხატვრო ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია მოისმინა თეატრებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, რამდენიმე წელია სომხური და აზერბაიჯანული თეატრების შენობები ავარიულ მდგომარეობაშია, რაც თეატრის სრულყოფილ ფუნქციონირებას უშლის ხელს. შეხვედრისას პრეზიდენტის მრჩეველი და სამხატვრო ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია