დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 17:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 13:05:28", "headline" : "დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/6a70563ca1819038a66ecace647c3917.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452078-dimitri-qumsishvili-yvela-adamiani-vinc-monatsileobda-ceckhlis-chaqrobis-processhi-premias-miighebs.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს", "datePublished": "2017-09-13 13:05:28", "dateModified": "2017-09-13 13:05:28", "description": "ეს დამოკიდებულია უწყებებზე, ამ უწყებებს თანხები აქვთ და შესაბამისად, ის პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/6a70563ca1819038a66ecace647c3917.jpg", "height": 470, "width": 246 } } ეს დამოკიდებულია უწყებებზე, ამ უწყებებს თანხები აქვთ და შესაბამისად, ის პრემიები, რომელიც გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, აუცილებლად გაიცემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, გაიცემა თუ არა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებზე პრემია-დანამატები.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა, პრემიას მიიღებს.

„ეს დამოკიდებულია კონკრეტულ უწყებაზე - რომელიღაც უწყებამ უკვე გამოწერა უწყისი, რომელიღაც დღეს გამოწერს და რომელიღაც - ხვალ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. უწყებების მიხედვით, ჯამურად ვფიქრობ, რომ გავალთ 3 მილიონზე ან შესაძლოა, ცოტა მეტზე გავიდეთ, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული უწყებებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, პრემიას მიიღებს. ყველა უწყებამ მოახდინა აღრიცხვა იმ ადამიანების, ვინც იქ იყო, შესაბამისად, გაიცემა პრემიები და ეს ადამიანურად აუცილებლად დაუფასდებათ. თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანურად იმის აღიარება, რაც ყველამ ერთად ვაღიარეთ, რომ მეხანძრე-მაშველი არის გმირი“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია