დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ფრაქცია "ქართული ოცნება" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/14 14:00:02
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება" აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, იმის მიუხედავად, გაიზიარებს თუ არა მათ პოზიციას პარტიის პოლიტსაბჭო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქციის წევრმა ჯემალ ფუტკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აჭარის კონსტიტუციით, უმაღლესი საბჭოს წევრებს შესაბამისი მანდატი გააჩნიათ. "მრავალი არგუმენტია, რის გამოც აჭარის მთავრობას ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ. ეს არგუმენტები მედიით უკვე გაჟღერდა. გადაწყვეტილებას არ ვცვლით. ფრაქცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად დააფიქსირებს. თუ პოლიტსაბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ ორშაბათიდან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ და ვეცდებით მოსახლეობის დარწმუნებასაც", - აღნიშნა ფუტკარაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება ადგილობრივ მთავრობას უმოქმედობასა და კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. მთავარი პრეტენზია მიმართულია რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. გარდა ამისა, ფრაქცია მთავრობის ხელმძღვანელს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია