დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" პოლისტსაბჭოს სხდომას მართავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/14 12:30:02
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლისტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამავდროულად პატრიის თავმჯდომარეა. მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებია. კერძოდ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წინადადებასთან დაკავშირებით იმსჯელებს. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს ფრაქციის წარმომადგენელმა მედეა ვასაძემ განუცხადა, ელოდება რადიკალურად მკაცრ გადაწყვეტილებას, მაგრამ არც იმას გამორიცხავს, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მოხდეს და ფრაქციის მიერ დაწყებულმა უნდობლობის პროცედურამ მხარდაჭერა მიიღოს.
პარტია "ქართული ოცინების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დაწყება. კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრები 14:00 საათისთვის შეიკრიბებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია