დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
62 მსჯავრდებულ ქალს სარძევე ჯირკვლის ნებაყოფლობითი სკრინინგი ჩაუტარდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 20:00:02
ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის ფარგლებში, 62 მსჯავრდებულ ქალს სარძევე ჯირკვლის ნებაყოფლობითი სკრინინგი ჩაუტარდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გამოკვლევის მიზანი ძუძუს კიბოს პრევენცია და მისი დროული გამოვლენაა. არასამთავრობო ორგანიზაცია GSI-ის მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში, სარძევე ჯირკვლის სკრინინგი ქალბატონებს სკრინინგის ეროვნული ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ადგილზე ჩაუტარა. სამინისტროს ცნობით, კვლევის შედეგები ორ კვირაში ცნობილი გახდება.
გამოკვლევების დასრულების შემდეგ, GშI-ის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და თვითგასინჯვის წესი განუმარტეს.
კვირეულის ფარგლებში, ქალთა #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდა გამოკითხვაც, რომლის დახმარებით მსჯავრდებულ ქალბატონთა საჭიროებები და ინფორმირებულობის დონე დადგინდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიაში 2 ოქტომბერს ჩაერთო. ოქტომბერი საქართველოში ძუძუს კიბოს პრევენციის თვედ გამოცხადდა.
"ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაცია. ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებულ კიბოსა და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს საქართველოში. 2011 წლის დასარულს საქართველოში ამ დაავადებით, აღრიცხვაზე იმყოფებოდა 7 211 ქალბატონი. ამავე წელს დარეგისტრირდა ძუძუს კიბოს 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია