დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/13 13:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რიგაში, მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში , კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა უელსში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგებზე იმსჯელეს.
ჯეიმს აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღებად. მან ასევე განაცხადა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღებული პაკეტი არის შინაარსობრივად მაქსიმალურად დატვირთული და ახლა ალიანსი იწყებს მისი გადაწყვეტილებების განხორციელებას. კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის დაიდება კონკრეტული შედეგები საქართველოში თავდაცვის შესაძლებლობათა მისიის გახსნის კუთხით და ამისათვის ნატო-ს ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ დაიშურებს.
მხარეებმა ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული საკითხების დროული განხორციელების აუცილებლობაზე. ჯეიმს აპატურაიმ დაადასტურა ალიანსის მზაობა გამოცდილების გაზიარებისა და პაკეტით გათვალისწინებული საკითხების ეფექტიანი განხორციელებისთვის დახმარების თაობაზე.
ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტისა და კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს რიგის მე-9 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ორგანიზებულია ლატვიის ტრანს-ატლანტიკური ორგანიზაციის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის დისკუსიაში "რა შეიძლება იყოს შემოთავაზებული აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე?".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 974
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია