დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 21:00:02
სასტუმრო "თბილისი მარიოტში ხვალ "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" პროექტის - "საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევის ხელშეწყობის საშუალებების ანალიზი" შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან" აცნობეს, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილია პროექტის ფარგლებში შემუშავებული პუბლიკაციის/ანალიტიკური დოკუმენტის პრეზენტაცია. ანალიტიკური დოკუმენტი შეიქმნა რვათვიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (EWMI G-PAC-ის) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში 7 მკვლევარმა შეისწავლა სოციალურ მეცნიერებებში აკადემიური კვლევის არსებულ მდგომარეობა, შეაფასა ბოლო 4 წლის განმავლობში მიღწეულ პროგრესი, მთავარ პრობლემები და გამოწვევები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შემუშავდა სათანადო რეკომენდაციები, რაც წარმოდგენილია საბოლოო პუბლიკაციის/ანალიტიკური დოკუმენტის სახით.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მიზანია, პროექტის ბენეფიციარებთან ერთად კვლევის მიგნებებისა და შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა და ანალიზი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია