დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ორაკლი შიხიაშვილი გიგი უგულავას დებატებში იწვევს
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 19:30:02
საკრებულოს თავმჯდომარე ორაკლი შიხიაშვილი დედაქალაქის მერს დებატებში იწვევს. შიხიაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. "ქალაქ თბილისის მერი ურცხვად აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში, თუმცა, თავად წარმოადგენს ტყუილის სათავეს. იგი ბინათმესაკუთრების ამხანაგობების თავმჯდომარეების ხელით ცდილობს წამოიწყოს ახალი ბინძური პიარკამპანია, როგორც ეს გააკეათა 8 თებერვალს, სადაც მზად იყო სისხლისღვრამდე მიეყვანა დაპირისპირებული მხარეები. მან თავად მოაწყო პროვოკაცია და შემდეგ თავადვე აწია ხელები. იმისათვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები დღესაც არ იყვნენ გამოყენებულნი თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ მოწყობილ ბინძურ პიარკამპანიაში, მე მივმართავ მათ, გონს მოეგონ და არ გახდნენ პროვოკაციის იარაღი.
როდესაც საკრებულო ცდილობს შეჯერდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისებისა და ზოგადად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მოქმედების წესთან დაკავშირებით, უგულავა ისტერიულად ცდილობს ამ პროცესის ჩაშლას. იმისათვის, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს ქალაქის მერის სახე, მე მას დებატებში ვიწვევ. უგულავას ვაძლევ უფლებას, თავად აირჩიოს ადგილი და დრო, მე კი მას საზოგადოების წინაშე დავუმტკიცებ, რომ არის მატყუარა და ნებისმიერი დაწყებული კამპანია სიცრუეზე აქვს აგებული. დავუსაბუთებ, თუ რამდენჯერ მოატყუა მოქალაქეები და დღესაც აგრძელებს მათ შეცდომაში შეყვანას. უკვე ათასზე მეტი ადამიანი პირადად მყავს მიღებული, გიგი უგულავამ თქვას, რამდენ ადამიანს შეხვდა პირადად ერთი წლის განმავლობაში და რამდენ ადამიანთან გააჩნია უფლება ილაპარაკოს ზოგადად საქმეზე", - აცხადებს საგანგებო განცხადებაში შიხიაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1426
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია