დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე გიორგი მარგველაშვილის შეფასებას არ იზიარებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 16:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაეროში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ თუკი აშშ-ში მისი ვიზიტი არ შედგება, იქნება ძალიან სწორი და კარგი გადაწყვეტილება.
"ის, რომ ადგილი აქვს ჩაშლას და ვიღაცამ გარკვეული შეთქმულება მოაწყო, ასეთი მოსაზრებისგან ძალიან შორს ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი განცხადებას ამ კონტექტში არ გააკეთებდა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, "ორი აზრი არ არის, რომ ასეთ ფორუმზე უფრო სწორია დელეგაციის პრემიერის-მინისტრის ხელმძღვანელობით გამგზავრება, რადგან პრემიერი ხელმძღვანელობს მთავრობას".
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტი ჩაიშალა. პრეზიდენტის შეფასებით, გადაიდგა ნაბიჯები პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 996
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია