დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ბატონ-პატრონ პუტინს ძალიან შავად აქვს საქმე
ავტორი:
2014/აგვისტო/03 00:00:02
ივანიშვილის ბატონ-პატრონ პუტინს ძალიან შავად აქვს საქმე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, პუტინი უკრაინასთან სამხედრო მარცხის წინაშეა.
"ახლა ჩვენ ვართ ძალიან საინტერესო ისტორიული მოვლენების მომსწრე. პუტინს ძალიან მარტივად გამოუვიდა ყირიმი და აფეთქდა. გადაწყვიტა, რომ ასევე ადვილად გამოუვიდოდა სხვა ყველაფერი, დახარბდა და ეგონა, რომ სამხრეთ უკრაინას ანშლაგით აიღებდა და გავიდოდა მოლდოვაში. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ უკრაინაში ივაჟკაცეს და ყოფა უტირეს რუსეთიდან გაგზავნილ ელემენტებს, დღეს პუტინი დგას სამხედრო მარცხის წინაშე. ისაა იზოლირებული, მის წინააღმდეგ ამოქმედდა ისეთი სანქციები, რომელიც დამანგრეველია რუსეთის ეკონომიკისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, ყოფილი პირველი პირის შეფასებით, საქართველოს ყოფილ პრემიერს "ახლა უფრო მეტად სჭირდება რუსეთის მიმართ ჟესტების გაკეთება, ვიდრე დასავლეთის, რადგან მიაჩნია, რომ დასავლეთი დასუსტდა".



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია