დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძემ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა სთხოვა
ავტორი:
2014/სექტემბერი/10 13:00:02
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ სებასტიან კურცს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა სთხოვა.
ამის შესახებ საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ავსტრიის საელჩო არ არსებობს, ბაქოდან იფარება და დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ თემაზე ესაუბრა ავსტრიელ კოლეგას. ფანჯიკიძემ ასევე სებასტიან კურცს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 9 მონიტორის მონაწილეობისთვის", - განაცხდა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ ურთიერთობებს. მინისტრის თქმით, შეხვედრის შემდეგ დღეს ავსტრიელ კოლეგასთან ერთად გახსნის ბიზნესფორუმს, რომელიც მაია ფანჯიკიძის თქმით, ქართული ბიზნესისთვის და ინვესტორების მოზიდვის კუთხით იქნება სასარგებლო.
"შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან მუშაობაზე, რომელსაც აწარმოებს, ავსტრიის განვითარების სააგენტო საქართველოში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც. ასევე ქართველმა მინისტრმა ავსტიელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა უელსის ნატო-ს სამიტზე საქართველოს მიღწევების შესახებ.
"მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია არ არის ნატო-ს წევრი, ჩემს კოლეგას მოვახსენე იმ შედეგების შესახებ, რომელიც ნატო-ს უელსის სამიტზე იქნა მიღწეული და შევთანმხდით ურთიერთობების გაღრმავებაზე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმასაც, რომ ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ავსტრიაში ვიზიტს გეგმავს, რაც საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას.
"ავსტრია იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა ინვესტირება დამოუკიდებელ საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ასეთივე მოწინავე პოზიციაზე დარჩება მომავალში. ჩვენ ამ ვიზიტს აღვიქვამთ როგორც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა სებასტიან კურცმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენჯერმე შეხვდა და მასთან საინტერესო საუბარი ჰქონდა.
"საქართველოში ჩამოვედი დიდი ბიზნესდელეგაციით, რადგან საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ დელეგაციაში არის ავსტრიის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მოადგილე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ ავსტრიის განვითარების სააგენტო საქართველოში მომავალშიც გააგრძელებს თავის საქმიანობას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მინისტრს ახლო და კარგი თანამშრომლობისთვის, რომელიც არსებობს ჩვენ შორის", - განაცხადა სებასტიან კურცმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 907
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია