დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ხვალიდან გამართავს
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 18:00:02
საქართველოს დღეს, ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრ კურცს თან ახლავს ავსტრიელ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი ჯგუფი, ისინი მონაწილეობას მიიღებენ საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ფორუმში.
ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც ხვალ გაიმართება, ავსტრიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან. ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი გაეცნობა ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანასებულ პროექტებს და გუდაურის ჰიდრო ელექტრო სადგურს დაათვალიერებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სებასტიან კურცის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და ავსტრიას შორის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების კონტექსტში. ვიზიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა მიმდინარე ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ავსტრიის მხრიდან შესაძლო დახმარების საკითხებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია