დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანა დოლიძე მისი აცილების თაობაზე დავის გაგრძელებას საერთო სასამართლოებში და საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს
ავტორი:
2018/თებერვალი/07 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/dolidze_30b7c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477065-ana-dolidze-misi-acilebis-thaobaze-davis-gagrdzelebas-saertho-sasamarthloebshi-da-sakonstitucio-sasamarthloshi-apirebs.html", "headline": "ანა დოლიძე მისი აცილების თაობაზე დავის გაგრძელებას საერთო სასამართლოებში და საკონსტიტუციო სასამართლო...", "datePublished": "2018-02-07 14:01:20", "dateModified": "2018-02-07 14:01:20", "description": "იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხელისუფლებას მიმართავს,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/dolidze_30b7c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ სასამართლო სისტემასა და იუსტიციის საბჭოში კონკრეტული რეფორმები გაატაროს, - ამის შესახებ ანა დოლიძემ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადა, სადაც უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები გასაუბრებას გადიან. ანა დოლიძეს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებია თუ რა რეფორმების გატარებას გულისხმობს.

ამასთან, დოლიძის თქმით, საერთო ჯამში გასაუბრების დროს მისი აცილება შვიდმა კანიდატმა მოითხოვა და ამის საფუძვლად კანდიდატებმა მისი მხრიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები დაასახელეს. დოლიძის თქმით, აცილების თაობაზე დავის გაგრძელებას საერთო სასამართლოებში და საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს.

”დახურულ სხდომაზე კანდიდატების მხრიდან შვიდჯერ მოხდა აცილება ისე, რომ ყველა გარეშე პირს და სამოქალაქო სექტორს საშუალება არ ჰქონია აცილებას დასწრებოდა. ეს არის ის კამპანია, რომელიც საბჭოს წევრებმა წამოიწყეს ჩემი აქტიურობის საპასუხოდ. მე ამ აცილების გასაჩივრებას საერთო სასამართლოებში ვაპირებ, რადგან სამართლიანობა ჩრდილოეთ კორეის სასამართლოებში უფრო მეტია, ვიდრე აცილების პროცედურებში. ამიტომ ამ საკითხს საერთო სასამართლოებში და საკონსტიტუციო სასამართლოებში დავსვამ. რაც შეეხება უფრო ფართო სურათს, ვფიქრობ, ის, რაც დღეს და ზოგადად საბჭოში ხდება, უნდა იყოს ყვითელი გამაფრთხილებელი ნიშანი ხელისუფლებისთვის, რომ მან რადიკალური რეფორმები გაატაროს საბჭოსა და სასამართლო ხელისუფლების ცვლილებებისთვის. მე პირადად, როგორც ამ სისტემაში ახლად მოსული წევრი, ვაპირებ ძალიან აქტიურად შემოგთავაზოთ რეფორმატორული წინადადებები, შესაბამისად, მათი მხარდაჭერის იმედიც მექნება”, - განაცხადა ანა დოლიძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია