დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მარიამ ჯაში თანამდებობიდან გათავისუფლდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 14:30:02
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა და ის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდეს მარიამ ჯაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლება, მის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას უკავშირდება. მარიამ ჯაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ "სოლიდარობის ფონდს" უხელმძღვანელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1233
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია