დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მაღალმთიანეთის სტატუსი 7 კრიტერიუმის ერთობლიობით განისაზღვრება
ავტორი:
2014/სექტემბერი/09 13:30:02
საქართველოს მაღალმთიანეთის სტატუსი 7 კრიტერიუმის ერთობლიობით განისაზღვრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მაღალმთიანი დასახლების კანონზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
ქუცნაშვილის განმარტებით, საქართველოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად მარტო ჰიფსომეტრიული პარამეტრი (ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლე) საკმარისი არ იქნება.
"სტატუსის საკითხი კიდევ 6 კრიტერიუმის ერთობლიობით განისაზღვრება. ეს კრიტერიუმებია: 1. დემოგრაფიული მდგომარეობა; 2. დასაქმების მდგომარეობა; 3. აგრო-კლიმატური მდგომარეობა; 4. სასოფლო-სამეურნეო მიწების მდგომარეობა;
5. საკომუნიკაციო და სატრანსპორტო სისტემების მდგომარეობა; 6. საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის მდგომარეობა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მთაში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებსა და ბიზნესს სამეწარმეო, საგადასახადო და სოციალური შეღავათებით სარგებლობის უფლებას მისცემს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია