დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პოლ რიმპლი - "ქართული ოცნების" უმრავლესობამ გამოავლინა, რომ არ სურს, სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი იყოს, მას მარიონეტი უნდა
ავტორი:
2014/სექტემბერი/08 17:00:02
"გაირკვევა თუ არა საქართველოს რეალური ლიდერი?" - ამ სათაურით აქვეყნებს ჟურნალისტი პოლ რიმპლი სტატიას ვებგვერდზე BeaconReader.com.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, გაერო-ს 193 წევრი ქვეყნის უმრავლესობა 23 სექტემბერს თავიანთ ლიდერს გააგზავნის ნიუ- იორკში, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაერო-ს სამიტზე დასასწრებად. თუმცა მისივე თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება, რომელიც სამიტზე ქვეყნის ორ ლიდერს გააგზავნის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორივე უაღრესად შეშფოთებულია გლობალური დათბობით. "უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველო ვერ გაერკვა, ვინ არის მისი სახელმწიფოს მეთაური. ქართველებს ერთგვარი ბიოპოლარული აშლილობა აქვთ თავიანთ ლიდერებთან მიმართებაში. საქართველოს პირველი პოსტ-საბჭოთა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ხმების 86% იქნა არჩეული, ერთი წლის შემდეგ კი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გადააყენეს. ედუარდ შევარდნაძე კი საქართველოში მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ქვეყანა სამოქალაქო ომისგან იხსნა. 1995 წელს შევარდნაძემ არჩევნებში ხმების 70%-ით გაიმარჯვა. თუმცა, რვა წლის შემდეგ, უსისხლო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, შევარდნაძე გადააყენეს. 2004 წელს ხმების 96% მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია პრეზიდენტად, თუმცა მიშაც კი 2007 წელს იძულებული იყო გადამდგარიყო გაბრაზებული ქართველების მოთხოვნის საპასუხოდ, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მან ხმების 52%-ით გაიმარჯვა, ცხადი იყო, რომ მოსახლეობის უმრალესობამ მისი მმართველობისადმი რწმენა დაკარგა", - წერს პოლ რიმპლი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა კონსტიტუცია და შეამცირა პრეზიდენტის უფლებამოსილება პარლამენტის სასარგებლოდ. მისივე თქმით, საქართველოს ახალი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაური და საგარეო ურთიერთობებში მოლაპარაკებების მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს პრეზიდენტი რჩება.
"2013 წელს ლექტორი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მშვიდ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მანამდე პოლიტიკიდან წასვლის პირობა დადო, თავის მემკვიდრედ "ქართუ ბანკის" საბჭოს წევრი 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ივანიშვილის გეგმა იყო, დაესრულებინა პოლიტიკური პერსონალიების ერა საქართველოში და ქვეყანას ტექნოკრატიული მთავრობა ჰყოლოდა, თუმცა მას დაავიწყდა, რომ მათაც აქვთ ხასიათი და ეგო", - წერს პოლ რიმპლი.
როგოც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სავარაუდოდ ივანიშვილმა მარგველაშვილი უმარილობისა და არაამბიციურობის გამო შეარჩია პრეზიდენტად. ავტორისვე თქმით, მარგველაშვილი უბრალოდ საქართველოს ლენტის გაჭრის თილისმა უნდა ყოფილიყო.
"არავინ მოელოდა, რომ მარგველაშვილი რეალურად იქნებოდა პრეზიდენტი და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებდა", - წერს პოლ რიმპლი.
მისივე თქმით, ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა მარგველაშვილის გადაწყვეტილებით – პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ივანიშვილის საჯარო გაკიცხვის შემდეგ პრეზიდენტს ზურგი აქცია "ქართულმა ოცნებამაც".
პოლ რიმპლი ასევე წერს, რომ 2014 წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერდა ხელს. როგორც სტატიის ავტორი წერს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დარწმუნებული იყო დოკუმენტზე ხელის მოწერა მისი მოვალეობა იყო, როგორც სახელმწიფოს მეთაურის.
"მარგველაშვილმა თავმდაბალი ნაბიჯი გადადგა და შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც ღარიბაშვილს ასოცირების შეთანხმებაზე ერთჯერადად ხელმოწერის უფლებას ანიჭებდა. თუმცა, ეს დოკუმენტი არასდროს გამხდარი ლეგალური, რადგან პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე. ნაცვლად ამისა, ღარიბაშვილმა ჯონ ჰენკოკისებურად მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს. ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ისიც, რომ არავინ შეწუხებულა პრეზიდენტის რატიფიკაციის ცერემონიაზე მისაწვევად", - წერს პოლ რიმპლი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ამასობაში ირაკლი ღარიბაშვილი განაგრძობდა პრეზიდენტის უფლებამოსილების განეიტრალებას. როგორც პოლ რიმპლი წერს, აპრილში საქართველოს პარლამენტმა ასევე მიიღო კანონი, რომელიც ზღუდავდა პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილებებს, აგვისტოში კი, როცა "ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა უზენაეს სასამართლოში მარგველაშვილის მიერ წარდგენილ ორ კანდიდატს, ცხადი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი განდევნა პარტიამ, რომელმაც თავად წარადგინა იგი.
"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის, პრეზიდენტსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა უბრალოდ იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ახლა რეალური დემოკრატიაა. თუმცა "რეალური რემოკრატია" როგორც წესი, დემოკრატიულად დანიშნული ლიდერების უფლებამოსილებებისა და როლის პატივისცემას ნიშნავს და არა მათი იმ მოვალეობების ძირის გათხრას, რისთვისაც ეს ლიდერები აირჩიეს. ვიდრე ბევრ გაურკვევლობაში დამნაშავე შესაძლოა კონსტიტუციაში არსებული ბუნდოვანებაა, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ ნათლად გამოავლინა, რომ მას არ სურს სახელმწიფოს მეთაური იყოს პრეზიდენტი, მას მარიონეტი სურს. მარგველაშვილმა და ღარიბაშვილმა ცალ-ცალკე განაცხადეს, რომ 23 სექტემბერს კლიმატის ცვლილებების საკითხზე გაერო-ს სამიტს დაესწრებიან. ორივე გეგმავს სიტყვით გამოსვლას, მაგრამ საკითხავია, სახელმწიფოს რომელი მეთაური ისაუბრებს პირველი", - წერს პოლ რიმპლი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 808
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია