დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მექსიკაში აგვისტოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
ავტორი:
2014/სექტემბერი/08 16:30:02
მექსიკაში აგვისტოს ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მექსიკის ტოლერანსიისა და ხსოვნის მუზეუმში კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით - "საქართველო: 6 წელი ომის შემდეგ".
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მექსიკის შეერთებულ შტატებში მალხაზ მიქელაძემ და მეხიკოს იბეროს უნივერსიტეტის პროფესორებმა მანუელ ფერესმა და მიგელ რაბახომ. მოხსენებებში ძირითადი აქცენტები გაკეთდა ომის შემდგომ განვითარებაზე, კრიზისის ჰუმანიტარულ პრობლემატიკაზე, ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა მძიმე მდგომარეობაზე, დაბრუნების პროცესის გაჭიანურებაზე და კონფლიქტის ზონაში რუსეთის პროვიკაციულ ქმედებებზე. მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩო მექსიკაში ასევე მუშაობს ზემოხსენებულ მუზეუმთან ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა პრობლემატიკაზე ფოტოგამოფენის მომზადებაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია