დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელი თბილისს ესტუმრება
ავტორი:
2014/სექტემბერი/07 19:00:02
ხვალ, თბილისში, ორდღიანი ვიზიტით ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი ჩამოდის. მამიკინსთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სტანისლავს კოკსაროვსი (მომხსენებელის პირველი მდივანი), ელდარ მამედოვი (მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ევროპის სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფი, საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი), მარტა უდინა (ევროპის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ადმინისტრატორი).
შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან.
ანდრეს მამიკინსი პირველ შეხვედრას ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან გამართავს. შეხვედრა გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან.
ხვალვე ევროპარლამენტის დელეგაცია პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრა დაგეგმილია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილთან, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძესთან.
წინასწარი ინფორმაციით, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი 9 სექტემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. ასევე გაემგზავრება საპატრიარქოში, სადაც მას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიღებს. სასტუმრო "ტიფლის დეველოპმენტში" კი დაგეგმილია შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ბოლოს ანდრეს მამიკინსი გორში ჩავა და ზემო ნიქოზისა და ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან მივა. ასევე დაგეგმილია ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მონახულება დიდ ხურვალეთში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია