დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბარაკ ობამა - ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ
ავტორი:
2014/სექტემბერი/06 11:00:02
ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის თქმით, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოლდოვას, იორდანიისა და ლიბიის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება მოხდება.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ნატოში გაწევრიანების ღია კარის პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დაკისრებულ ვალდებულებებს მაღალი სტანდარტებით ასრულებენ. შევთანხმდით, რომ პარტნიორობას გავაფართოებთ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც გლობალური უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ. ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად თანამშორმლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ, მათ შორის ბევრი მათგანი ის ქვეყნები არიან, რომლებიც ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. კიდევ უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშორმლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩამოვაყალიბეთ ახალი ინიციატივა, რათა დავეხმაროთ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში საქართველოს, მოლდოვას, იორდანიასა და ლიბიას", - განაცხადა ბარაკ ობამამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1240
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია