დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" მერიის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/05 14:30:02
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დედაქალაქის მერიის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
როგორ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, მერიის თანამშრომლებზე ხდება დანაშაულებრივი ზეწოლა და იძულების გზით მათი სამსახურებიდან გათავისუფლება.
"აღნიშნული ფაქტის ნათელი მაგალითია, გუშინ, მასმედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ზედამხედველობისა და ჯანდაცვის საქალაქო სამსახურების თანამშრომლების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ისინი სწორედ ამ ფაქტის შესახებ საუბრობდნენ. ეს არ გახლავთ ერთეული შემთხვევა და მსგავსი ზეწოლა ხორციელდება მერიის ძალიან ბევრ თანამშრომელზე", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, ეს გათავისუფლებები არ არის მერიის ე.წ ოპტიმიზაციის და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტების მიზეზი, როგორც ამას მერიის ადმინისტრაცია იუწყება.
"სინამდვილეში ყველაფერი ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრების ახლობლებისა და ნათესავების დასაქმებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია კახი კალაძის ცოლის ძმის – გიორგი არეშიძის დანიშვნა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე–სამსახურის უფროსის მოადგილედ თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერიაში და გამგეობებში, აპირებენ თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას, აღნიშნულ სამსახურებში დადიან გარკვეული ადამიანები, ძირითადად "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც დე–ფაქტო უკვე იკავებენ თანამდებობებს, რადგან მათ წინასწარ იციან ვინ, სად, როდის და რომელ თანამდებობაზე დაინიშნება", - აღნიშნა ნადირაძემ.
საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოუწოდებენ სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ასევე სამართალდამცველებს, რომ აღნიშნული ფაქტებით უზრუნველყონ მერიასა და გამგეობაში მომუშავე და უკანონდ გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დაცვა.
აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია